თეგი: ჟაირ ბოლსონარუ

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტს უმასპინძლა

რუსეთი და ბრაზილია თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინმა ბრაზილიას ლათინურ ამერიკაში „რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 87%-ით გაიზარდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბრაზილია წარმატებით მუშაობენ პროექტებზე ჰიდრო და ატომური ენერგეტიკის, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობისა და კოსმოსური კვლევის პროექტებზე. თავის მხრივ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მას "რუსეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა აქვს". „ორ ქვეყანას თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის, ნავთობისა და გაზისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი მოსკოვში არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს“, - განაცხადა ბოლსონარუმ.

ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა

კონგრესზე შტურმის დროს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. მედიის ცნობით, შოკისმომგვრელი ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბოლსონარუს მომხრეები ვანდალურ ქმედებებს სჩადიან და ახლომდებარე უზენაესი სასამართლოს ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. გასულ კვირას ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო, მაგრამ ექსპრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ. ბოლო კვირები მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების შესახებ მოწოდებები ისმოდა. „ბრაზილიას კაპიტოლიუმის დღე აქვს“, - წერს Twitter-ზე პოლიტიკური მიმომხილველი როდრიგო რანგელი. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კონგრესზე შტურმი მოაწყო.  

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა. AP-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ მიიღო. ჟაირ ბოლსონარუს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. Associated Press-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის 68 წლის ბოლსონარუს პოლიტიკურ მომავალს და, სავარაუდოდ, გააქრობს მისთვის ძალაუფლების დაბრუნების ნებისმიერ შანსს. თავად ბოლსონარუ მის წინააღდმეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.